ავტორი:

"მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან" - რას წერს პატრულ-ინსპექტორი

"მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან" - რას წერს პატრულ-ინსპექტორი

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შსს-დან მოდის.

როგორც გოგინაშვილი ამბობს, მინისტრს უკვე მიმართა პატაკით, სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

"30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან" - წერს გოგინაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ "ფეისბუქზე“ დაწერა, რომ თანამდებობა დატოვა.

წაიკითხეთ ასევე: