ავტორი:

პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი - რა ხდება საპროტესტო აქციაზე, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული

პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი - რა ხდება საპროტესტო აქციაზე, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.

aqcia

aqcia

მათ ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით- "სიყვარულით ვდგავართ... ვერ შეგვაშინებთ!"

aqcia

aqcia

საპროტესტო აქციის პარალელურად, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც არიან მობილიზებული, რომლებსაც 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.

aqcia

aqcia

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზე, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკაც დგას.

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი/IPN

  • პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, ისინი ერთმანეთს ლოცვისკენ მოუწოდებენ

aqcia_santlebi
ფოტო: ანასტასია შალიკაშვილი