სამართალდამცავები პროტესტის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ. ადგილზე ისმის შესაბამისი გამაფრთხილებელი ხმა.
ასევე, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
საპასუხოდ, მოქალაქეები პარლამენტის წინა ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.
რუსთაველის გამზირზე უკვე მომიტინგეების დაკავება დაიწყო.
