ავტორი:

“ასჯერ მეტად სცემეს, რაც გაიგეს რომ ექიმი იყო: გონების დაკარგვა, მოჰპარეს ჯვარი, მობილური და მანქანის გასაღები“ - რა ხდება ცნობილი აქციაზე მყოფი ცნობილი ტრავმატოლოგის შესახებ

“ასჯერ მეტად სცემეს, რაც გაიგეს რომ ექიმი იყო: გონების დაკარგვა, მოჰპარეს ჯვარი, მობილური და მანქანის გასაღები“ - რა ხდება ცნობილი აქციაზე მყოფი ცნობილი ტრავმატოლოგის შესახებ

“ვითხოვ სმენას, გაგონებას, უპირობო სოლიდარობას და შეუვალ ბრძოლას!“ - გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა აქციაზე მომხდარი მძიმე ინციდენტის შესახებ წერს და საქართველოს პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავს.

ზარქუა ჰყვება დეტალებს, თუ როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ექიმს, რომელიც აქციაზე შეკრებილთა დასახმარებლად იყო გასული.

  • ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ვატო გვაზავა. მაგარი ტრავმატოლოგი და უმაგრესი ადამიანი. მის ისტორიას მოვყვები და რა ვიცი აბა, დანარჩენს თავად მიხვდებით.

გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით, ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა. აქვე ყურადღებით - ექიმია რას შვრებითო როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ რა ვქნათო გასძახეს უფროსს ცოფიანმა ძაღლებმა და მაგ შეფის ჩართულობით ასჯერ მეტად სცემეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ექიმი იყო.

ცემის დინამიკა ასეთი იყო: რობოკოპებიანი ერთი “მარშუტკა“, გონების დაკარგვა. მეორე “მარშუტკა“ - ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი.

კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი - მოჰპარეს ჯვარი(!!!), მობილური და მანქანის გასაღები.

რა შეფასება უნდა გავუკეთოთ ამ ამბავს? მხოლოდ ერთი - ცოფიანი ძაღლები სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდნენ ძალაუფლებას, თორემ უსაფრთხოდ ის ქოცებიც ვერ იგრძნობთ თავს, რომლებიც ახლა იმედიანად ხართ. ჩვენზე ლაპარაკიც აღარაა.

Salome Zourabichvili - მე არ მაქვს რესურსი ხმა მივაწვდინო საერთაშორისო საზოგადოებას. თქვენ გაქვთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ექიმისთვის ადამიანის დახმარებაში ხელის შეშლა, მერე მისი ძარცვა და ცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინციდენტი,“ - წერს ჯაბა ზარქუა.