ავტორი:

რა თქვეს ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში მიმდინარე ამბებზე "მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართული მოსმენისას: მთავარი აქცენტები

რა თქვეს ამერიკელმა სენატორებმა საქართველოში მიმდინარე ამბებზე "მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართული მოსმენისას: მთავარი აქცენტები

"მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

  • ის იმედოვნებს, რომ "მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს "სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია“.

"მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად შეიძლება "მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს“, - განაცხადა ბენ კარდინმა.

  • "უნდა გავიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორმა ჯიმ რიშიმ (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს.

„ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელება ყველაზე ეფექტური გზებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა გავიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“, - ჯიმ რიშიმ.

ჯიმ რიშიმ სენატორ ჯინ შაჰინს (დემოკრატიული პარტია) სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო ზარის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრესის მიღწევის იმედი გამოთქვა.