“ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა - მოტივირებული, არამოტივირებული, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?!“ - ასე მიმართა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი მარგველაშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს მარჯანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში.
“დიდი მადლობა, რომ აქ მოხვედით. მე ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ აქ, შეხვედრაზე აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა იქნებოდა.
ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა - მოტივირებული, არამოტივირებული. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?!
რაც შეეხება ინსტიტუციის სახელით განცხადების გაკეთებას, ინსტიტუციის სახელით განცხადების გაკეთება შეიძლება მხოლოდ ინსტიტუციასთან შეთანხმებით.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე მთელი დღეები ველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისევე როგორც თქვენ ყველანი. იმიტომ, რომ მასზე მაღალი ინსტანცია ამ ქვეყანაში არ არსებობს. ყველა ელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან შემდეგ არჩევნები უნდა დაინიშნოს, თუ არ უნდა დაინიშნოს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ბევრად დამოკიდებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამისთვის შეტანილი იყო [სარჩელი]. ანუ მას უნდა დაედო გადაწყვეტილება, არსებული დღეს კანონიერია თუ უკანონო. შესაბამისად, შედეგიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება როგორიც არის თქვენ იცით.
აქ ყველა ხართ, ვისაც გაქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი. თუ მოცემულობა არის ისეთი, როგორიც არის და თუ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, მისი დანიშნული არჩევნები რატომ იქნება კონსტიტუციური?
ყველა მსგავსი ეპიზოდი აუცილებლად უნდა იყოს პასუხგაცემული, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ყველა ეპიზოდი, როდესაც ადამიანს მიეყენა მძიმე ან არამძიმე სხეულის დაზიანება, ეს უნდა იყოს შეფასებული და ვინც ეს ჩაიდინა მან უნდა აგოს პასუხი”, - განაცხადა გოგი მარგველაშვილმა.