ავტორი:

“ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი, ვრჩები კლინიკაში... კიდევ ერთი სიგიჟე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც დღეს იძალადეს

“ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი, ვრჩები კლინიკაში... კიდევ ერთი სიგიჟე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა“ - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელზეც დღეს იძალადეს

დღეს "პუბლიკას“ დირექტორმა ზურაბ ვარდიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ჟურნალისტი მინდია გაბაძე სცემეს.

  • როგორც ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტს ცისფერ გალერეასთან “ტიტუშკები“ დაესხნენ თავს.

მინდია გაბაძე აღნიშნულთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

“მეგობრებო, მადლობა მოკითხვისთვის. ვერ გწერთ სათითაოდ და აქვე გეტყვით, რომ უკეთ და უსაფრთხოდ ვარ. ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი. ამ ეტაპზე ვრჩები კლინიკაში.

არც პირველი ნაცემი მოქალაქე ვარ და არც ბოლო ნაცემი ჟურნალისტი და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსული რეჟიმია დამყარებული ჩვენს ქვეყანაში.

ეს არაა სუბიექტური შეფასება. ესაა ფაქტი. რეჟიმის რუსული სახე ჩანს ჩემი ცემის შემდეგ გადაღებულ ვიდეოში - როდესაც ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა დაინახეს თავდამსხმელები და სცადეს ადევნება, შემდეგ კი იქვე მდგარ პოლიციას მიუთითებდნენ და სთხოვდნენ, რომ გაჰკიდებოდნენ მოძალადეებს.

და რას აკეთებენ ამ დროს პოლიციელები? არაფერს! მეტიც, მანქანაში ჩასხდნენ და კარები მიიკეტეს.

ამას გარდა, კიდევ ერთი სიგიჟე პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. სანამ საავადმყოფოში გადამიყვანდნენ სხვა “ტიტუშკა“ მოუშვა პოლიციამ სასწრაფოს მანქანასთან. როცა მივხვდი, რომ აშკარად განვმარტოვდი ამ ადამიანთან, რადგან იმ დროს პოლიციელი ჩემს რედაქტორთან, ლიკა ზაკაშვილთან იყო მისული იმ დროს და სასწრაფოს ექიმს მაგ დროს მოუნდა დოკუმენტების მოსატანად წინ გადასვლა. ლიკას დავუწყე დაძახება, რადგან არ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ და ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა სრულიად არასანდო ადამიანი ჩემ წინ.

არ დააყოვნა და ნაცემის არაფერი გეტყობაო, მომაძახა. მაგაზე ავღელდი და უკვე პოლიციელს დავუწყე ყვირილი, რომ მოეშორებინა ის ადამიანი იქიდან. პოლიციაც ხელგადახვეული ამშვიდებდა, გაჰყავდა და ჩემზე ეუბნებოდა, ხომ ხედავ, პროვოკატორია და თავი დაანებეო.

მოკლედ, მადლობა ყველას მოკითხვისთვის.

ჟურნალისტებო, ოპერატორებო, ფოტორეპორტიორებო - არ შეშინდეთ. ჩვენი საქმიანობა არაა უსაფრთხო, ეს ხომ თავიდანვე ვიცით. უსაფრთხოა სახლში დარჩენა, მაგრამ ასე რუსულ რეჟიმს ვერ დავამარცხებთ; სახლში დაჯდომით ვერ გადავიღებთ იმ სამხილებს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია რეჟიმს დღეს,“ - წერს მინდია გაბაძე.

იხილეთ ასევე: