ავტორი:

"ვიღებდი და ნუ გვიღებო... იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა..." - "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა აპარატურა დაუმტვრია

"ვიღებდი და ნუ გვიღებო... იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა..." - "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა აპარატურა დაუმტვრია

"პალიტრანიუსის“ ჟურნალისტ მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა.

"ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. "ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. "პრესკარტა" მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, - აცხადებს მარიამ მაზიაშვილი.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. დააკავეს რამდენიმე პირი.