თბილისში ტრაგიკულად დაღუპული ქალის შვილი პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედამისი აქციაზე მის დასახმარებლად მიდიოდა.
"ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!
დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!" - წერს გარდაცვლილის შვილი.
ცნობისთვის, ტრაგედია თბილისში წუხელ დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. ტრაგიკული შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა. როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ქალბატონი ელზა მებურიშვილია.
ნახეთ ასევე: