ავტორი:

"გუშინ დაიჭირეს და გალახეს სანდრო მეტრეველი, წიგნების თაროში ჩემი გუნდელი... ყურადღებიანი და თბილი ადამიანი, ექიმი" - ლუკა ქირია

"გუშინ დაიჭირეს და გალახეს სანდრო მეტრეველი, წიგნების თაროში ჩემი გუნდელი... ყურადღებიანი და თბილი ადამიანი, ექიმი" - ლუკა ქირია

მძიმე ღამე იყო გუშინ თბილისში. სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ დაშალა აქცია, გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სპეციალური საშუალებები. შსს-ს ინფორმაციით, მარტო გუშინ ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი.

დაკავებულებს შორის არის სანდრო მეტრეველი, ახალგაზრდა ექიმი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ლუკა ქირია წერს:

"გუშინ დაიჭირეს და გალახეს სანდრო მეტრეველი, წიგნების თაროში ჩემი გუნდელი, ჩემი უნივერსიტეტელი და მეგობარი. ყურადღებიანი და თბილი ადამიანი, ექიმი.

ვინც ამას სენტიმენტალურად და ემოციურად ვერ უყურებთ, პრაგმატულობისთვის გეტყვით: გუშინ პირველად დაიჭირეს ჩემთვის ნაცნობი ადამიანი და შესაბამისად, ერთი ნაბიჯით ახლოს მოვიდნენ ჩემთან.ერთი ნაბიჯით ახლოს მოვიდნენ თქვენთანაც" - წერს ქირია.

შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. შსს-ს განმარტებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა.

წაიკითხეთ ასევე: