სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.


ცნობისთვის პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში გაემგზავრა. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
საფრანგეთში წასვლამდე პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელა.
"გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, - წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
"რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს".
"გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი
წაიკითხეთ ასევე: