თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, პოლიცია მობილიზებული - ადგილზე ხმაურია.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ასასვლელ კიბეებთან და მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
მათთან მსახიობები სხვადასხვა ტექსტებით გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ სასამართლო არ არსებობს, რადგან უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაუშვეს.
"არა ძალადობრივ რეჟიმს", "სირცხვილია" - სკანდირებენ მსახიობები.
წაიკითხეთ ასევე: