"ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გამოძახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია და ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადას, ის შემთხვევის ადგილზე მხოლოდ რამდენჯერმე გამოძახების შემდეგ მივიდა.
შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირი დაესხა თავს. მაკა ჩიხლაძეს ზურგიდან თავში ჩაარტყეს და წააქციეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, წაქცევის შემდეგ ურტყეს წიხლები, მათ შორის სახეში.
წაიკითხეთ ასევე: