კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ხმაურია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.
მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.
"ეს დაპირისპირება ოფისის შიგნით დაიწყო, სადაც არის გამშვები პუნქტი. შიგნით გველოდებოდნენ, ვინც პირველი გამოვიდოდა, ის მოჰყვებოდათ ხელში და მე აღმოვჩნდი პირველი. გეგმა იყო ეცემათ ვიღაც და ვისაც სცემდნენ, უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი. სასაცილოდ საწყლები და პატარები არიან, როცა ასე ჩასაფრებით და თან 50 კაცი ესევა ერთ ადამიანს და ფიზიკურად უსწორებენ ანგარიშს. აუცილებლად აგებენ ისინი პასუხს. ივანიშვილი და რუსები აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ", - განაცხადა კობა ხაბაზმა.