ავტორი:

"ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ვოიაჟი: შეხვედრა ტრამპთან, მაკრონთან, ჯორჯია მელონთან და მასკთან: რას წერს პრეზიდენტი? (ფოტოები/ვიდეო)

"ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ვოიაჟი: შეხვედრა ტრამპთან, მაკრონთან, ჯორჯია მელონთან და მასკთან: რას წერს პრეზიდენტი? (ფოტოები/ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ხანძრის შემდეგ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრო. პარიზში იმყოფებოდნენ მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის რანგის პირები.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტათან და პირველ ლედისთან ერთად. ზურაბიშვილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე თან ახლდა შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი

ზურაბიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა ამერიკის შეერთებული შტატები ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ასევე ილონ მასკს.

  • დონალდ ტრამპთან და მაკრონთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა "ფეისბუქში". სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "მას სიღრმისეული განხილვა ჰქონდა ლიდერებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • ზურაბიშვილი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ:

"შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია", - წერს ზურაბიშვილი.

  • საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში შეხვდა SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურას, ილონას მასკს.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი.