ავტორი:

"სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა" - სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია (ფოტოები)

"სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა" - სირიელი მეამბოხეების განცხადებით,  დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია (ფოტოები)

სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დედაქალაქი დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამასკოში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან თვითმფრინავით გაფრინდა.

  • BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი საიდნაიას ციხიდან - სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ჰადი ალ-ბაჰრამ, რომელიც სირიის რევოლუციისა და ოპოზიციის ძალების ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობს, Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა და რომ "სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა". მისი მტკიცებით, დამასკოში სიტუაცია უსაფრთხოა.

"არ იქნება შურისძიების შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხალხის ღირსება იქნება დაცული“, - აღნიშნა ჰადი ალ-ბაჰრამ.