ტელეკომპანია "იმედი" ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქში" დაწერა. რამდენიმე დღის წინ "იმედი" ასევე დატოვა რუსკა მაყაშვილმა.
მორჩიაშვილს არ უსაუბრია დატოვების მიზეზებზე.

ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე ხშირია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. 7 დეკემბერს ნიღბიანი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.