ავტორი:

რუსული მედიის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ - რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსული მედიის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ - რა დეტალები ხდება ცნობილი

სირიის გადამდგარი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


  • წყაროს ცნობით, რუსეთმა მათ თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა.

“სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, - განაცხადა წყარომ.


მანამდე საერთაშორისო მედია ვარაუდობდა, რომ ასადის თვითმფრინავი სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემართა. თუმცა, გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ჟურნალისტებთან ინფორმაცია უარყო.


იმავდროულად, Reuters-ი სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებდა, რომ ასადი დამასკოს აეროპორტში სირიის ავიახაზების თვითმფრინავში კვირას დილით ჩაჯდა. მან აღნიშნა, რომ თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:59 საათზე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.


  • Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი თავდაპირველად გაფრინდა დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთისკენ იცვალა კურსი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ გაემართა, ასადის ალავიტების სექტისა და რუსული საზღვაო და საჰაერო ბაზების სამყოფელის მიმართულებით.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.


წყარო


იხილეთ ასევე: