აქციაზე სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი და მისი ძმა - გიორგი მაისაშვილი, მძიმე შემთხვევის დეტალებს იხსენებენ.
დაშავებული აქციის მონაწილე სახლში აგრძელებს მკურნალობას. როგორც ის “ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობები სახის არეში. ექიმმა გადაადგილება აუკრძალა.
“მქონდა ცხვირის მრავლობითი მოტეხილობა. გატეხილი ცხვირის ძგიდე, ტვინის შერყევა, რის გამოც არ შეიძლება ჩემთვის სიარული,“ - აღნიშნა ზვიად მაისაშვილმა.
იმის შემდეგ სისტემა ისევ ჯალათურად სჯის ხალხს,“ - დაშავებულმა სამართალდამცველებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიმართა:
“ამ ადამიანებს ვურჩევ სხვის ადგილზე წარმოიდგინონ საკუთარი თავი... დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავს იმავეს არ უსურვებენ, რაც მე და ჩემს ძმას გაგვიკეთეს“ - განაცხადეს ზვიად და გიორგი მაისაშვილებმა.
იხილეთ ასევე: