ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.
"ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხ კოლეგას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.