რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ფრონტზე კარგავს ინიციატივას. ამ კონტექსტში მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა.
ნახეთ, რა ხდება საქართველოში, სადაც ცოტა ხნის წინ მარიონეტი სააკაშვილი ჰალსტუხებს ღეჭავდა, დასავლელებმა ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ მმართველი პარტია "ქართული ოცნებისთვის“, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ არჩევნებში.
დასავლეთისადმი ჯიუტი ორიენტაციის მავნებლობის გაცნობიერებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ახლა შეგნებულად შორდება გარედან დაწესებულ ულტრალიბერალურ, ტრანსჰუმანისტურ დღის წესრიგს, რომელიც უსაზღვროდ უცხოა ტრადიციული ქართული ღირებულებებისთვის", - აცხადებს ნარიშკინი.