ავტორი:

"ამ დღეებში, იმდენჯერ დაიწვა ქრისტე რუსთაველზე... როცა გონდაკარგულ ადამიანს სახეში წიხლებს ურტყამდნენ, როცა ხუთი კაცი დაგდებული ოპერატორის თავზე ხტუნაობდა..." - დაჩი გრძელიშვილი

"ამ დღეებში, იმდენჯერ დაიწვა ქრისტე რუსთაველზე... როცა გონდაკარგულ  ადამიანს სახეში წიხლებს ურტყამდნენ, როცა ხუთი კაცი დაგდებული ოპერატორის თავზე ხტუნაობდა..." - დაჩი გრძელიშვილი

9 დეკემბერს თბილისში, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კუბო მიიტანეს. იქ ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული. დემონსტრანტებმა რიტუალი შეასრულეს და შემდეგ სასახლე დაწვეს. პერფორმანსმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

  • ამბავს ეხმიანება ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან უხერხულია, პროტესტის დროს, კუბოზე არსებული ქრისტეს არაკანონიკური გამოსახულების დაწვა დაგმოს ვინმემ...

ჩემო კარგებო - ამ დღეებში, იმდენჯერ დაიწვა ქრისტე რუსთაველზე... როცა გონდაკარგულ უმწეო ადამიანს სახეში წიხლებს ურტყამდნენ, როცა ხუთი კაცი დაგდებული ოპერატორის თავზე ხტუნაობდა, როცა ჟურნალისტს ლამის კისერი მოტეხეს, ისე დაანარცხეს ასფალტზე, როცა მეორე ჟურნალისტს სახეში სპეცრაზმელმა გამოქანებით ჩასცხო სახეში კასტეტი...

რუსთაველზე ქრისტე მაშინ დაწვეს, როცა ხუთმა სპეცრაზმელმა აქციიდან შინ მიმავალ დედას შვილი წაგლიჯა ხელიდან და გაიტაცა... ქრისტე მაშინაც იტანჯებოდა, როცა ეს დედა, დაჩოქილი ევედრებოდა ამ "მორწმუნე ვაჟკაცებს", მისი შვილი გამოეშვათ...

მიკროავტობუსში ხელებშეკრულ სტუდენტებს მორიგეობით რომ სცემდნენ, წიწაკის სპრეის უშვებდნენ და კარს უკეტავდნენ, მაშინ სად იყო ქრისტე, რა გგონიათ? იმ ბავშვებთან ერთად, ქრისტეს არ აწამებდნენ??? ფარისევლებო! ჩემი 12 წლის შვილმა კარზე რომ ადვოკატის ნომერი გაგვიკრა შიგნიდან და ყოველ კაკუნს შიშით გაფართოებული თვალებით ხვდება - რა გგონიათ, მასთან ერთად, ამ დროს ქრისტეს არ ეშინია???" - წერს დაჩი გრძელიშვილი.