ავტორი:

“დღის წესრიგშია შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან“ - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

“დღის წესრიგშია შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან“ - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!

დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” - წერს იუკნევიჩიენე.

იუკნევიჩიენეს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში მას გარდა ასევე ჩანს ევროპარლამენტარი რენიე ვან ლანშოტი.