თუ ზურაბიშვილი ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა გაფშიკოს და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"მოვლენები ძალიან ჩვეულებრივად განვითარდება - ჩვენ გვეყოლება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოებაში ნდობა გაჩნდება იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების მატარებელი და არა უცხო ქვეყნების. ამას უზრუნველყოფს ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად, მოგვილოცავს ახალ წელს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, თუ ის ჩათვლის, რომ 29 დეკემბრიდან ფეხები უნდა „გაფშიკოს“ და იმ შენობიდან არ უნდა გამოვიდეს, ძალიან მხიარული წინასაახალწლო დღეები გვექნება და ბევრ პერფორმანსს მოვუწყობთ რიგით მოქალაქე ზურაბიშვილს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.