ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.
"ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერია. ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა, ღვთის გმობაა. ვთქვი ეს ქადაგებაში და დავგმე, გავაპროტესტე ბავშვების ცემა. ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველ ღამე ვლოცულობ, ერთი წუთი არ მძინებია, ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ. ეს იყო კომუნისტების დროს, ანადგურებდნენ მღვდლებს. რატომ გვიყვირით აქ? ხალხი გვიყვირის“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
დაპირისპირების დეტალებს გაეცანით ბმულზე: