საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვის ხის შერჩევა, სახლის საახალწლოდ მორთვა არის რიტუალი, რომელიც ბავშვობის ჯადოსნურ მოგონებებში გვაბრუნებს. 2025 წლის საახალწლო დეკორაციების ტენდენციები 90-იანი წლების რეტრო სტილს აცოცხლებს და მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე დეტალებს, რაც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ უნიკალური და მყუდრო გარემო.
რეტრო სტილის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საახალწლო დეკორაცია – დისკოს ბურთები და კერამიკული ხელნაკეთი ნაკეთობებია, რომლებსაც "ბიბლუსის“ ახალ, საახალწლო კოლექციაში აღმოაჩენთ. შეგახსენებთ, რომ “ბიბლუსის” ქსელში სრულ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო, რომელიც 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დისკოს ბურთები, მაკნატუნები და კერამიკული ნაკეთობები
დისკოს ბურთები და რეტრო ესთეტიკა წელს განსაკუთრებულ ტრენდად გვევლინება. ბურთები შექმნილია იმისთვის, რომ განათებისას სინათლის სხივი ყველა მიმართულებით აირეკლოს და სადღესასწაულო განწყობა შექმნას. დეკორაცია მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა მნიშვნელოვან როლს წვეულებებზე, წელს კი საახალწლო პერიოდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. "ბიბლუსის“ საახალწლო კოლექციაში წარმოდგენილია დისკოს ბურთები სხვადასხვა ზომაში (15 სმ-დან 40 სმ-მდე).
აქტუალობას ტრადიციულად არ კარგავს მაკნატუნას კოლექცია. ჯადოსნური საშობაო ბალეტის გმირი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო დეკორია, რომელიც გერმანულ ტრადიციაში კეთილდღეობის სიმბოლოს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მაკნატუნა ახალი წლის განუყოფელ ნაწილად იქცა. "ბიბლუსში“ სხვადასხვა ფერსა და ზომის მაკნატუნა 50%-იანი ფასდაკლებით დახვდება მომხმარებელს.
2025 წლის საახალწლო რეტრო სტილის ნაწილია კერამიკული ნაკეთობებიც, რომელიც მრავალფეროვანი დიზაინით არის წარმოდგენილი ბიბლუსის საახალწლო კოლექციაში. ფილიალებში იხილავთ მოხატული კერამიკის ფიგურებს, ჯანჯაფილის სახლებს, სასანთლეებს და ჭურჭელს სახლის მოსართავად.
საახალწლო სოფელი შობა ახალი წლის მთავარი მოვლენაა, სადაც ყველაზე მძაფრად იგრძნობა განწყობა. 2025 წლის კოლექციებში მრავლად შეხვდებით პროდუქციას, რომლითაც ნაძვის ხის გარშემო საახალწლო სოფლის მოწყობას შეძლებთ და თავს ნამდვილ საშობაო ზღაპარში იგრძნობთ. გარდა ამისა, "ბიბლუსის“ ფილიალებში განახევრებულ ფასადაა წარმოდგენილი დეკორატიული თოვლის ბაბუები, ფერიები, ირმები და სხვა ფიგურები, მსოფლიო მასშტაბის ევროპული ბრენდებისგან, როგორიცაა: KAEMINGK და KOOPMAN.
ნაძვის ხეს განათებებით ჯერ კიდევ მაშინ რთავდნენ, როცა ელექტრობაც არ არსებობდა, ამისათვის სანთლებს იყენებდნენ და ამას რელიგიურ დატვირთვას ანიჭებდნენ. მას შემდეგ ახალი წელი განათების გარეშე წარმოუდგენელია. თანამედროვე დროში განათებას მხოლოდ ნაძვის ხისთვის აღარ იყენებენ, ის ინტერიერის თუ ექსტერიერის გასაფორმებელ უნიკალურ საშუალებად იქცა. საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, "ბიბლუსში“ მრავალფეროვანი ზომის, ფორმის თუ დანიშნულების განათება დაგხვდებათ, რომელთა შორისაა: აპლიკაციით მართვადი ინოვაციური "ფარდა განათების“ სისტემაც. ეს განათებები იძლევა ანიმაციების და ტექსტების გაშვების შესაძლებლობას, რეაგირებს მუსიკაზე და გაძლევთ ფერებისა და ნათების სიმძლავრის სურვილისამებრ რეგულირების შესაძლებლობას.
კამპანიის ფარგლებში განახევრებულ ფასად შეიძენთ ახალი წლის მთავარ სიმბოლოს – ნაძვის ხეს, რომელსაც ევროპული ბრენდი ROYAL CHRISTMAS-ი აწარმოებს. კოლექცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და თანამედროვე დიზაინით. პროდუქცია მოიცავს როგორც სტანდარტულ მწვანე ნაძვებს, ასევე დათოვლილ ვერსიებს, რომლებიც თქვენს სივრცეს ბუნებრივ ელფერს შესძენს. ნაძვები ხელმისაწვდომია განათებით და განათების გარეშე. მცირე ზომის სივრცეებისთვის კი იდეალურია ნახევარ-ნაძვები, რომლებიც კომპაქტური და მოსახერხებელია.
"ბიბლუსის“ ნაძვის ხის სათამაშოების კოლექციაში წარმოდგენილია ევროპული ბრენდების, როგორიცაა GOODWILL, Christmas Inspiration, GMC, WURM, KAMINGK და KOOPMAN, დეკორაციები, რომლებიც მზადდება ინოვაციური მასალებისგან – პლასტმასა, მინა, კერამიკა, აკრილი და ქაფი. განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს დისნეის კოლექცია, რომელიც ყველასათვის საყვარელ გმირებს აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსი ჯგუფმა“ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი გააუქმა და მომხმარებლებს 2025 წლის საახალწლო კოლექციის განახევრებულ ფასში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. საახალწლო კოლექცია "ბიბლუსის“ ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი, ხოლო რამდენიმე დიდ ფილიალში სრული ასორტიმენტის დათვალიერებაა შესაძლებელი.
საახალწლო ფორმატით წარმოდგენილია შემდეგი ფილიალები:
თბილისი:
ქუთაისი:
ბათუმი
(R)