14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რა დროსაც საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
"ხოლო ადა მარშანიამ დემონსტრაციულად გააფუჭა საარჩევნო ბიულეტენი" - წერს ზურაბ ჯგუბურია, რომელიც ასევე აცხადებს:
"მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ. მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების-შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე".
რაც შეეხება ადა მარშანიას, ის მივიდა პარლამენტში და საკუთარი პოზიცია ასე გამოხატა:
"უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, 300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.
ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.
წაიკითხეთ ასევე: