ავტორი:

ახალი დეტალები შავ ზღვაში ჩაძირული ორი რუსული ნავთობტანკერის შესახებ - “გემებით 4300 ტონა ნავთობი გადაჰქონდათ...“

ახალი დეტალები შავ ზღვაში ჩაძირული ორი რუსული ნავთობტანკერის შესახებ - “გემებით 4300 ტონა ნავთობი გადაჰქონდათ...“

ორი რუსული ნავთობტანკერი შავ ზღვაში ჩაიძირა, რამაც ნავთობის დაღვრა გამოიწვია - ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა.

  • გემები Volgoneft 212 და Volgoneft 239 ქერჩის სრუტეში, რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის იმყოფებოდნენ, როდესაც ქარიშხალმა დააზიანა. ერთ-ერთი გემი ორად გაიხლიჩა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად ეკიპაჟის 13 წევრი გადაარჩინეს, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დაიღუპა.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელსაც ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევი ხელმძღვანელობს - ხელისუფლება დანაშაულებრივ დაუდევრობას იძიებს.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, გემებით 4300 ტონა ნავთობი გადაჰქონდათ. ორივე მათგანი კომპანია Volgatanker-ს ეკუთვნოდა. ნავთობის ნაწილი დაიღვარა ქერჩის სრუტეში, რომლის გასასუფთავებლადაც სპეციალისტები ემზადებიან.

ქერჩის სრუტე რუსული მარცვლეულის, ნედლი ნავთობის, მაზუთისა და თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მთავარი მარშრუტია.