ავტორი:

მასშტაბური ნგრევა და აშშ-ის დახურული საელჩო - ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა (ფოტო/ვიდეო)

მასშტაბური ნგრევა და აშშ-ის დახურული საელჩო - ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა (ფოტო/ვიდეო)

ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

  • CNN-ის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა. კერძოდ, ჩამოინგრა მისი პირველი სართულის ნაწილი.

mitisdzvra

მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.

mitisdzvra

“პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო პაპუა-ახალ გვინეაში.

mitisdzvra

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წყარო