ავტორი:

ენობრივი ბარიერის გამო, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა რვა "კადიროველი" მოკლეს - რას წერს უკრაინული მედია

ენობრივი ბარიერის გამო, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა რვა "კადიროველი" მოკლეს - რას წერს უკრაინული მედია

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება კურსკის ოლქში. მაგრამ როგორც უკრაინული მედია წერს, მათ რვა "კადიროველი" მოკლეს.

  • არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ენობრივი ბარიერი გახდა.

"ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცებმა "მეგობრული ცეცხლი" გაუხსნეს ე.წ. ახმატის ბატალიონის საავტომობილო ტექნიკას, შედეგად, 8 "კადიროველი" მოკვდა". - წერია ГУР-ის განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული იერიში განახორციელეს, რა დროსაც ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. დანაკარგი სავარაუდოდ, 200 სამხედროს შეადგენს, თუმცა ამ რაოდენობაში შედიან რუსი ჯარისკაცებიც.

წყარო