ავტორი:

"კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო" - პოლიციელი, რომელმაც მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა, გენინსპექციაში დაიბარეს

"კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო" - პოლიციელი, რომელმაც მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა, გენინსპექციაში დაიბარეს

პოლიციელი გიორგი გოგინაშვილი აცხადებს, რომ შსს-სთვის გათავისუფლების თაობაზე მიმართვის შემდეგ გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

“გამოვედი, მშვიდობაა. ჩემს გათავისუფლებაზე მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია, აქედან გამომდინარე, კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო, ეს იყო მთავარი მიზეზი.

გენ. ინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი, როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი, ვნახოთ რა იქნება...

მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს“, - წერს გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.

  • მანამდე, 3 დეკემბერს, გიორგი გოგინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შს მინისტრს სამსახურიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

"30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან“, - წერდა გოგინაშვილი.