ავტორი:

რა ვითარებაა თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც გაფიცული სტუდენტები არიან შეკრებილი - ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

რა ვითარებაა თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც გაფიცული სტუდენტები არიან შეკრებილი - ისინი რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

სტუდენტების ნაწილი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბა და უნივერსიტეტისგან აქციებზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებას ითხოვს

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის შესასვლელში არიან შეკრებილები და რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

  • მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარობას უცხადებს აქციის დროს დაკავებულებს.

“ჩვენ გვინდა სიტყვის თქმა, სტუდენტებს, რომელთა სიტყვა მნიშვნელოვანია ისმოდეს მკაფიოდ, ჩვენ ვართ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები და დღეს, ვიკავებთ უნივერსიტეტის შესასვლელს იმ მიზეზით, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიტყვა მოცემულ სიტუაციაში, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი მახარაძეს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, ავთო დიასამიძეს და ყველა დარბევის დროს დაზარალებულ და უკანონოდ დაპატიმრებულს. იმედს ვიტოვებთ ხვალ ეს სიტყვა ოფიციალურად უნივერსიტეტის სახელით დაფიქსირდება”,- აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ უნივერსიტეტში დარჩენას.