ავტორი:

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისია - ვის შეხვდება ალენ ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისია - ვის შეხვდება ალენ ბერსე

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან - შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან - მაკა ბოჭორიშვილთან.

"ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.