ავტორი:

ზესტაფონში ავარიას 2 თვის ჩვილი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ზესტაფონში ავარიას 2 თვის ჩვილი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ჩვილი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ჩვილმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.