ახალი ესპანური კვლევის თანახმად, რომელიც მცენარეულ კვებაზეა დაფუძნებული, ყოველდღიურად მცირე ზომის ჭიქით ღვინის დალევამ შეიძლება თქვენი გული დაიცვას.
თუმცა, ეს ეფექტი გაქრა იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში ერთ ჭიქაზე მეტს სვამდნენ.
ბარსელონას უნივერსიტეტის კვლევის უფროსი ავტორის, დოქტორ რამონ ესტრუჩის თქმით, “ეს კვლევა შეისწავლის ღვინის ზომიერი მოხმარების მნიშვნელობას, როგორც ჯანსაღი დიეტის ნაწილს“.
“აქამდე ჩვენ გვჯეროდა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტის ეფექტის 20% აიხსნება ღვინის ზომიერი მოხმარებით; თუმცა, ამ შედეგების გათვალისწინებით, ეფექტი შეიძლება უფრო დიდი იყოს“, - თქვა მან.
"ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება საზიანოა გულისთვის. ჭარბი მიღება ზრდის გულის და სისხლის მიმოქცევის დაავადებების საფრთხეს“ - აცხადებს ბრიტანული გულის ფონდის უფროსი დიეტოლოგი ტრეისი პარკერი.
კვლევა, რომელიც European Heart Journal-ში გამოქვეყნდა, არის მიმდინარე ესპანური კვლევის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხმელთაშუა ზღვის დიეტის ეფექტებს გულის დაავადების რისკის მქონე ადამიანებზე. მიმდინარე კვლევაში 1232 მონაწილეს ჰქონდა მე-2 ტიპის დიაბეტი ან სხვა რისკ-ფაქტორები.
იხილეთ ასევე: