პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორი ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანი სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ და ერთს 20 წლით, ხოლო არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია ინფორმაციაში.