ავტორი:

"ჩვენი საქმე არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა" - რას ამბობს პესკოვი, რომლის ინფორმაციით, პუტინი საქართველოს შესახებ კითხვებსაც უპასუხებს

"ჩვენი საქმე არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა" - რას ამბობს პესკოვი, რომლის ინფორმაციით, პუტინი საქართველოს შესახებ კითხვებსაც უპასუხებს

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 19 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს. ამის შესახებ პესკოვმა Россия-24-ის ეთერში განაცხადა.

  • "ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევით საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, მაგრამ გაკვირვებულები ვართ ევროპელთა მხრიდან სრული, დაუფარავი ჩარევით და საქართველოს ხელისუფლებაზე სრულიად უპატივცემულო ზეწოლის განხორციელების მცდელობით", - თქვა პესკოვმა.

"ჩვენი საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რჩევა მივცეთ, ასე არ მოვიქცევით, თუმცა ხვალ ჟურნალისტების ინტერესის შესაბამისად, პრეიზდენტი პუტინი ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.