ავტორი:

"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში

"ისრაელი ღაზაში წყლის შეზღუდვას  მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება" - რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში

"ისრაელის მიერ ღაზაში წყალმომარაგების შეზღუდვა იმ დონემდე, რომ ის მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია", - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

Human Rights Watch-მა 14-თვიანი ომის განმავლობაში ღაზას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე ისრაელის თავდასხმები გამოიკვლია. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ისრაელის ძალები განზრახ ზღუდავენ სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას, რაც დაავადებების გავრცელებასა და სიკვდილიანობას იწვევს, განსაკუთრებით - ბავშვებში.

  • 184-გვერდიანი ანგარიშში სახელად - "განადგურება და გენოციდის აქტები“ აღნიშნულია, რომ ისრაელი წყალს მოსახლეობის კოლექტიური დასჯისთვის იარაღად იყენებს და ამას ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

ანგარიშის მიხედვით, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მაგალითადაა მოყვანილი და გენოციდის განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებადაა მიჩნეული. მაგალითად ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 023 წლის ოქტომბერში განაცხადა: "ღაზაში არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, წყალი და საწვავი.“

  • "ისრაელის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დაანგრია წყლისა და სანიტარული ინფრასტრუქტურა, რაც სავარაუდოდ, ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და მომავალშიც სიკვდილიანობას გამოიწვევს", - ამბობს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში HRW-ის ხელმძღვანელი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში რეგისტრირებულია მწვავე დიარეის თითქმის 670 000 შემთხვევა და სიყვითლის 132 000-მდე შემთხვევა, რაც ჰეპატიტის ნიშანია.

სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ღაზას წყლის 54 რეზერვუარიდან 11 სრულად დაინგრა, ხოლო დანარჩენს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ვიდეო მასალებში აღბეჭდილია, როგორ ანადგურებენ ისრაელის სამხედრო ინჟინრები წყალმომარაგების რეზერვუარს.

ფაქიჰის თქმით, ისრაელის ქმედებები მიზნად ისახავს ღაზას მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას, რაც, გენოციდის აქტად შეიძლება შეფასდეს.

წყარო