ავტორი:

Google Street View-მა მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმ დროს დააფიქსირა, როცა სავარაუდოდ გვამს მანქანაში ათავსებდა - რა დეტალებს ავრცელებს ესპანეთის პოლიცია

Google Street View-მა მკვლელობაში ეჭვმიტანილი იმ დროს დააფიქსირა, როცა სავარაუდოდ გვამს მანქანაში ათავსებდა - რა დეტალებს ავრცელებს ესპანეთის პოლიცია

მედია უცნაური შემთხვევის შესახებ წერს. Nypost-ის თანახმად, Google Street View-ის კამერამ დააფიქსირა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც თავის მანქანაში სავარაუდოდ გვამს ათავსებდა.


  • 360 გრადუსიანი ფოტოები ესპანეთის პატარა ქალაქ სორიაში 2023 წლის ოქტომბერშია გადაღებული.

ფოტოზე ჩანს, რომ 48 წლის მამაკაცი წყნარ უბანში მდგომ თავისი სედანის საბარგულში უცნაური მოყვანილობის თეთრ პლასტიკატში გახვეულ დიდ ობიექტს დებს.

კადრების შესწავლის შემდეგ, როგორც ესპანეთის პოლიციის მოხსენებაშია ნათქვამი, 2023 წელს გადაღებულ კადრებში შესაძლოა ასახული იყოს 32 წლის ხორხე ლუის პერესის ცხედარი.


მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. მოგვიანებით მისი დანაწევრებული ცხედარი, ისეთივე შეფერილობის ჩანთაში, ახლომდებარე ქალაქ ანდალუსის სასაფლაოზე, იპოვეს.


ანდალუსიის სასაფლაოზე ნაპოვნი ცხედარი


მკვლელობაში ბრალდებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დააკავეს.


დამატებითი დეტალები, თუ როგორ დაუკავშირეს სასაფლაოზე აღმოჩენილი გვამის ფაქტი, 2023 წელს, Google Street View-ის მიერ გადაღებულ ფოტოებს, უცნობია.


Google Street View მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნახონ მსოფლიოს ქუჩები 3D ფორმატში “ლაივ“ რეჟიმში.