ავტორი:

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და..." - ტრამპისა და შოლცის სატელეფონო საუბრის დეტალები: რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და..." - ტრამპისა და შოლცის სატელეფონო საუბრის დეტალები: რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

  • გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ გებესტრაიტის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ რათა რაც შეიძლება მალე დამყარდეს უკრაინაში "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა".

"ისინი თანხმდებიან, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე რაც შეიძლება მალე დადგეს“, - ამბობს შოლცის წარმომადგენელი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ტრამპმა და შოლცმა ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვებზეც ისაუბრეს. ამავე დროს, შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.