ავტორი:

მეცნიერებმა შექმნეს მინის რობოტები, რომლებიც ჯგუფურად მოქმედებენ და კოლექტიური ცნობიერება აქვთ - შესაძლოა, ისინი ადამიანის ორგანიზმშიც შეიყვანონ

მეცნიერებმა შექმნეს მინის რობოტები, რომლებიც ჯგუფურად მოქმედებენ და კოლექტიური ცნობიერება აქვთ - შესაძლოა, ისინი ადამიანის ორგანიზმშიც შეიყვანონ

სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს მინი რობოტები, რომლებსაც გადაადგილება, სიმაღლეზე ცოცვა, ობიექტების გვერდის ავლა და მათზე დიდი წონის საგნების აწევა შეუძლიათ.

ვიდეოში ჩანს, რომ ერთი მინი ბოტი გამოეყო ჯგუფს, აცოცდა საგანზე და მარტომ გააგრძელა სიარული.

ბოტებმა შეძლეს 160 მილიგრამიანი საგნის აწევა

დაჯგუფებამ 330 მილიგრამის წონის საგანი ასწია

კადრები გვიჩვენებს, რომ ეს მინი მანქანები, რომელთა თითოეულის ზომა სულ რაღაც 600 მიკრომეტრი - ანუ 0,6 მილიმეტრია, ქმნიან ჯგუფს და დამოუკიდებლად მოძრაობენ.

ისინი ასევე ახერხებენ ერთმანეთთან შეერთებას და 330 მილიგრამიანი კუბის ჩამოგდებას. 160 მილიგრამიანი დაბრკოლების აწევას.

სეულის ჰანიანგის უნივერსიტეტის გუნდს მიაჩნია, რომ ნანობოტების გუნდს, რომელიც მბრუნავი მაგნიტური ველით იკვებება, შეუძლია რთულ გარემოში რთული ამოცანების გადაჭრა.

  • ეს შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანებში. მაგალითად, ოპერაციების დროს არტერიების ბლოკირებისთვის და სხვა.

ჰანიანგის უნივერსიტეტის ორგანული და ნანოინჟინერიის დეპარტამენტის დოქტორის, ჯეონგ ჯაე-ვის თქმით, გაოცებულია იმით, თუ რამდენად ეფექტურად შეეძლო ჯგუფს ერთად მუშაობა.

”გასაკვირი იყო მიკრობოტების მაღალი ადაპტირების უნარი გარემოსთან და ჯგუფის ავტონომიის მაღალი,“ - თქვა მან.

  • აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული მოქმედება რობოტებს უფრო მდგრადს ხდის წარუმატებლობის მიმართ. ზოგიერთის მარცხის შემთხვევაშიც კი, სხვები განაგრძობენ დაპროგრამებული მოქმედებების შესრულებას აგრძელებენ.

ამჟამად, მაგნიტური მიკრორობოტების ჯგუფი გარე მაგნიტურ კონტროლს მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ დამოუკიდებლად ნავიგაციის უნარი. თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალი კვლევები ფოკუსირებული იქნება ამ მიკრორობოტების ავტონომიის გაუმჯობესებაზე.

წყარო

იხილეთ ასევე: