ავტორი:

საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა - საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა - საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ დღეს გაააქტიურა ვენის მექანიზმი, - ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს.

"საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ დღეს გაააქტიურა ვენის მექანიზმი.

მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად,“ - წერს საელჩო.

ცნობისთვის, ვენის მექანიზმის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები დასვან და მოიკვლიონ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ვითარება.