დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება "მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.
ამასთან, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.
"ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.
წაიკითხეთ ასევე: