სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მას 500 მილიონი ევრო შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას მოითხოვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ფიცო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ცოტა უხერხულია ფულზე საუბარი, როცა ამდენ ადამიანს ვკარგავთ“.
„უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა, მივცემდი თუ არა ხმას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ იგი რუსული აქტივებიდან 500 მილიონ ევროს მომცემდა და რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე, რომ არასდროს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.