ავტორი:

"ჭავჭავაძის გამზირზე  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

"ჭავჭავაძის გამზირზე  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.