კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას დასანქცირებას მოითხოვს.
"მე მოვითხოვ ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომ დასანქცირდეს ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო. სანქციებთან დაკავშირებით, ის არის კრიმინალური პოლიტიკის ავტორი. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით მან რუსული დავალება შეასრულა“, - აცხადებს ანა დოლიძე.