ავტორი:

158 000 დოლარიანი ოქროს საათი, 306 000 დოლარიანი ავტომობილი - ძვირადღირებული საჩუქრები მეუღლისგან: რაზე ისაუბრა ქეთა თოფურია რუსულ გადაცემაში

158 000 დოლარიანი ოქროს საათი, 306 000 დოლარიანი ავტომობილი - ძვირადღირებული საჩუქრები მეუღლისგან: რაზე ისაუბრა ქეთა თოფურია რუსულ გადაცემაში

ქეთა თოფურიამ გადაცემაში „ფულისთვის“ ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქარზე ისაუბრა. მომღერალმა განაცხადა, რომ ქმარმა 16 მილიონ რუბლად (158 000 დოლარი) ღირებული ვინტაჟური საათი აჩუქა.

თოფურიას თქმით, ქმარმა მისთვის ქალის ოქროს საათი Patek Philippe Nautilus-ის ბრენდისგან შეიძინა. საათის ღირებულება ახლა 16 მილიონ 748 ათას რუბლს შეადგენს. ამავდროულად, მომღერალმა განმარტა, რომ ეს "არ იყო ძვირი".

თოფურიამ აღნიშნა, რომ ქმრისთვის საჩუქრების თხოვნა არ არის საჭირო, რადგან თუ რამე უნდა თავად ყიდულობს.

მისი თქმით, ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი, ასევე Rolls-Royce-ის ფირმის მანქანაა. მან ასევე აღნიშნა, რომ თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ვინმე ფუფუნებაზე ესაუბრება. "ამ დროს ოფლი მასხამს", - აღიარა ქეთამ პოდკასტის წამყვანებთან საუბარში.

ძვირადღირებული მანქანით თოფურია მესამე შვილზე ორსულობისას 2024 წლის მარტში გამოჩნდა, ცნობილია, რომ აღნიშნული მანქანის ფასი 31 მილიონი რუბლიდან იწყება, რაც 306 241 დოლარია.

თოფურია ლევ ძენგოვზე 2020 წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს საერთო შვილი შეეძინათ. ბიჭს ადამი დაარქვეს. მომღერალს ასევე ჰყავს ქალიშვილი ოლივია ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან. 2024 წლის ივლისში მომღერალს მეორე ქალიშვილი ნიკოლი შეეძინა.

წაიკითხეთ ასევე: