ავტორი:

ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებული - რა დაემართა აშშ-ის ექსპრეზიდენტს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებული - რა დაემართა აშშ-ის ექსპრეზიდენტს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია. მედიის ცნობით, ის ვაშინგტონის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ოფიციალურ განცხადებაში არ არის აღნიშნული, თუ რამ გამოიწვია მაღალი ტემპერატურა.

  • "კლინტონი ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს კვლევებისთვის მას შემდეგ, რაც მაღალი ტემპერატურა განუვითარდა“, - წერს ბილ კლინტონის შტაბის წარმომადგენელი X-ზე.

NY Post წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 78 წლის ბილ კლინტონს დეჰიდრატაცია დაემართა. მისი მდგომარეობა რთული არ არის და კლინიკიდან მალე გაწერენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბილ კლინტონის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 2021 წლებს მას საშარდე გზების ინფექცია განუვითარდა, ინფექცია სისხლძარღვებშიც გავრცელდა. მაშინ კლინტონმა საავადმყოფოში ერთი კვირა დაყო, რის შემდეგაც მკურნალობას სახლში აგრძელებდა.