ავტორი:

აფეთქება თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში - დაღუპულია 12 ადამიანი (ფოტოები)

აფეთქება თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში - დაღუპულია 12 ადამიანი (ფოტოები)

თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე საწარმოში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ბალიქესირის პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად საწარმოს ნაწილი ჩამოინგრა.