საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
პრეზიდენტის თქმით, დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება პატრიარქის ლოცვა და კურთხევა.
“ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!
დღეს როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!
ვწუხვარ არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე!“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.